პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით თურქეთში გაემგზავრა

31.10.19 10:30


საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტები მეზობელ ქვეყნებში გრძელდება. გიორგი გახარია დღეს, ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით, თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ანკარაში, დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები.

საქართველოს სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი იმყოფებიან.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები