პოლიტიკა

დღეს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება

31.10.19 10:45


დღეს, 12 საათზე წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. პატრიარქის ამ გადაწყვეტილების შესახებ მამა მიქაელ ბოტკოველმა ჟურნალისტებს ილია მეორის ჯრის მონასტრიდან საპატრიარქოში დაბრუნების შემდეგ განუცხადა.

"რამდენჯერმე მოვისმინოთ ინფორმაცია, რომ პატრიარქი განარიდეს ქალაქს და ის აპირებდა განცხადების გაკეთებას გადადგომასთან დაკავშირებით, ეს არის მტკნარი სიცრუე და არ შეესაბამება სიმართლეს.

მთავარი, რაც დამავალა უწმინდესმა, რომ მეთქვა სინოდის სხდომა ჩაინიშნა 31 ოქტომბერს, ხუთშაბათს. სულ რამდენიმე წუთის წინ მიიღო უწმინდესმა ეს გადაწყვეტილება" - განაცხადა მიქაელ ბოტკოველმა.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები