პოლიტიკა

სოფიო ქაცარავა ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწეს სახალხო დიპლომატიის საკითხებში თაჯან ილდემს შეხვდა

31.10.19 11:30


საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწეს სახალხო დიპლომატიის საკითხებში, თაჯან ილდემს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-ნატოს შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობებსა და თანამშრომლობის ყველა მნიშვნელოვან მიმართულებას.

მხარეებმა ისაუბრეს სახალხო დიპლომატიის როლსა და მის მნიშვნელობაზე, როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ კონტექსტში. ამ კუთხით, ყურაღება გამახვილდა სტრატეგიული კომუნიკაციების მნიშვნელობაზე.

თაჯან ილდემის განცხადებით, ნატოს წევრი სახელმწიფოები აფასებენ იმ კონტრიბუციას, რასაც საქართველო ახორციელებს საერთაშორისო უსაფრთხოების ხელშეწყობის კუთხით.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე, რომელიც თბილისში მიმდინარეობს და რომლის მთავარი თემა არის ჰიბრიდული გამოწვევები, დეზინფორმაციასთან და პროპაგანდასთან ბრძოლა, რომლებიც საერთო საფრთხეს წარმოადგენენ მთელი საერთაშორისო საზოგადოებისთვის.

„შეხვედრა მქონდა ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწესთან სახალხო დიპლომატიის საკითხებში, თაჯან ილდემთან, რომელიც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ნატოში ინტეგრაციას. განვიხილეთ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის ორმხრივ დონეზე ინტენსიური თანამშრომლობა, უსაფრთხოების გამოწვევები და ნატოში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. ვისაუბრეთ სახალხო დიპლომატიის მნიშვნელობასა და ამ კუთხით სტრატეგიული კომუნიკაციების როლზე“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.





წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები