პოლიტიკა

დე ფაქტო ცხინვალის КГБ: ქართული პოლიცია კიდევ ერთ საგუშაგოს აწყობს

31.10.19 12:00


ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები კიდევ ერთი ქართული პოლიციური საგუშაგოს აგების შესახებ იტყობინებიან, ამჯერად საჩხერის მუნიციპალიტეტში.

მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სოფელ სინაგურთან ქართული მხარე დამატებით პოლიციურ საგუშაგოს აწყობს. დე ფაქტო ცხინვალი წუხს, რომ იმის ნაცვლად, უკვე აგებული და მოწყობილი საგუშაგოები გააუქმოს, "ქართული მხარე კიდევ უფრო მეტად ზრდის რეგიონში თავის ყოფნას, რაც დამატებით საშიშროებას წარმოადგენს უსაფრთხოებისთვის. "





წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები