პოლიტიკა

ანა დოლიძისთვის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის შეწყვეტაზე პრეზიდენტმა გადაწყვეტილება მიიღო

05.11.19 12:00


საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოთხოვნაზე, რომ საბჭოს არამოსამართლე წევრს ანა დოლიძეს წევრობა შეუწყდეს, გადაწყვეტილება მიღებული აქვს.

როგორც "პირველს" პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს, პრეზიდენტის პოზიციასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება რამდენიმე დღეში გაკეთდება.

"პრეზიდენტს ამასთან დაკავშირებით პოზიცია უკვე აქვს. რამდენიმე დღეში ოფიციალური განცხადება გაკეთდება", - განაცხადეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლესი საბჭო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, საბჭოს არამოსამართლე წევრის ანა დოლიძისთვის წევრობის შეწყვეტის მოთხოვნით მიმართავს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი მოთხოვნის მიზეზად ანა დოლიძის პოლიტიკურ აქტიურობას ასახელებს.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები