პოლიტიკა

მთავრობის საპარლამენტო მდივნად ბექა დოჭვირი დაინიშნა

05.11.19 12:40


მთავრობის საპარლამენტო მდივნად, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე - ბექა დოჭვირი დაინიშნა.

2017 წლიდან 2019 წლის სექტემბრამდე, ბექა დოჭვირი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას, მანამდე კი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის პოზიციას იკავებდა.

ასევე, 2015- 2016 წლებში, ბექა დოჭვირი ეკონომიკური საბჭოს აპარატის იურიდიული სამსახურის უფროსის თანამდებობაზე იყო, მანამდე კი 2013 წლის აპრილიდან ბიზნესომბუდსმენის აპარატში მუშაობდა.

2009-2013 წლებში იგი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრის იურისტი იყო.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები