პოლიტიკა

"კარგი იქნებოდა პასუხისმგებელ პირებს ცხინვალსა და მოსკოვში ბერლინის კედლის გაკვეთილები ესწავლათ" - გერმანიის ელჩის საგანგებო განცხადება

06.11.19 10:45


საოკუპაციო რეჟიმის მიერ გამოცხადებულ თვითიზოლაციას, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე ეწირება დღეს გერმანიის ელჩი საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა.

ჰურბერტ კნიშრი აცხადებს, რომ მაშინ როცა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უწყებები მძიმე სამედიცინო შემთხვევების დროსაც კი მოქალაქეებს ადმინისტრაციული ხაზის გადაკვეთის საშუალებას არ აძლევს კიდევ ერთხელ ნათელი ხდება ე.წ ბორდერიზაციის ჰუმანიტარული პრობლემები.

"ბოლო დღეების განმავლობაში ხშირად გვესმის რომ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უწყებები მძიმე სამედიცინო შემთხვევების დროსაც კი მოქალაქეებს ადმინისტრაციული ხაზის გადაკვეთის საშუალებას არ აძლევს. ამ შემთხვევაში კიდევ ერთხელ ნათელი ხდება ე.წ ბორდერიზაციის ჰუმანიტარული პრობლემები. კარგი იქნებოდა პასუხისმგებელ პირებს ცხინვალსა და მოსკოვში ბერლინის კედლის გაკვეთილები ესწავლათ.

საზაღვრები, რომლებიც ეფუძნება არაადამიანურობას დიდხანს ვერ იარსებებს" - აცხადებს გერმანიის ელჩი ჰუბერტ კნიშრი.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები