პოლიტიკა

ადამ კიზინგერი: ამერიკა მხარს უჭერს ქართველ ხალხს

06.11.19 11:45


"ამერიკელი ხალხის სახელით საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას ვუცხადებთ",- ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა ადამ კიზინგერმა ბათუმში საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კონგრესმენის თქმით, საქართველო სხვადასხვა ინსტიტუტების განვითარებას განაგრძობს. ადამ კიზინგერი გამოთქვამს იმედს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიულ გარემოში ჩატარდება.

"ამერიკა მხარს უჭერს ქართველ ხალხს, ჩვენ გვესმის ქართულ–ამერიკული ურთიერთობის მნიშვნელობა. ჩვენ ყოველდღე ვხედავთ გამოწვევებს რუსეთის მხრიდან. გრძელდება ოკუპაცია. აქაც და შეერთებულ შტატებშიც არის დეზინფორმაციის პრობლემა, ასევე კიბერთავდასხმები. ამერიკელი ხალხის სახელით საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას ვუცხადებთ.

საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღება ამერიკის მიერ მნიშვნელოვანია.

შესაძლოა დემოკრატები და რესპუბლიკელები ბევრ საკითხზე ვერ ვთანხმდებით, თუმცა როცა საქმე საქართველოს ეხება ჩვენ ერთიანები ვართ. ჩვენ ვხედავთ საქართველოს პროგრესს, საქართველო აგრძელებს სხვადასხვა ინსტიტუტის განვითარებას. ველით, რომ მომავალი არჩევნები დემოკრატიული და თავისუფალი იქნება," - აცხადებს ადამ კიზინგერი.





წყარო : /www .pia.ge

წაკითხულია : 316


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები