საზოგადოება

შსს-მ აჭარაში ნარკოდანაშაულის გამო ერთი პირი დააკავა

16.08.16 22:00


შსს-ს აჭარის პოლიციის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკის უკანონო შეძენა შენახვის ბრალდებით ბათუმში ერთი პირი დააკავეს.

დაკავებულია თურქეთის მოქალაქე,1970 წელს დაბადებული ა. ე. მისი პირადი და ნაქირავები ბინის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა 48 აბი „სუბოქსინი“ ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით ბუპრენორფინს შეიცავს, იუწყება შსს-ს პრეს-სამსახური.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 658


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები