საზოგადოება

ლაშა ტალახაძემ საქართველოს ნაკრებს რიოს ოლიმპიადაზე პირველი ოქროს მედალი მოუტანა

17.08.16 14:50


ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე ბრაზილიის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გახდა 105 კგ-ზე მეტ წონით კატეგორიაში.

ტალახაძემ შეჯიბრი მსოფლიო რეკორდით მოიგო — ჯამში მან 437 კგ მოაგროვა
ბრინჯაოს მედალი საქართველოს კიდევ ერთმა წარმომადგენელმა მოიგო — ირაკლი თურმანიძემ 448კგ-ით.

ვერცხლის მედალი სომხეთის წარმომადგენელს გორა მინასიანს ხვდა წილად.

შეჯიბრის XI დღის შემდეგ, საქართველოს ნაკრები ყულაბაში 5 მედალია: ერთი ოქრო (ლაშა ტალახაძე), ერთი ვერცხლი (ვარლამ ლიპარტელიანი) და სამი ბრინჯაო (ლაშა შავდათუაშვილი, შმაგი ბოლქვაძე და ირაკლი თურმანიძე).



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები