პოლიტიკა

ირაკლი ლექვინაძემ ბიზნესომბუდსმენის პოსტი დატოვა

11.11.19 15:50


ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ თანამდებობა დატოვა.

განცხადებაში , რომელიც ლექვინაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა, წერია, რომ ეს სპონტანური გადაწყვეტილება არ არის.

"მინდა გაცნობოთ რომ დასრულდა ჩემი 22 თვიანი მოღვაწეობა საქართველოს ბიზნესომბუდსმენის პოზიციაზე.

მინდა მადლობა გადავუხადო ბიზნეს კომპანიებს და ბიზნეს ასოციაციებს ნდობისთვის, აქტიური თანამშრომლობისთვის და მხარდაჭერისთვის;

მადლობა მინდა გადავუხადო სახელმწიფო უწყებებს, საქართველოს პარლამენტს საინტერესო თანამშომლობისთვის, დისკუსიებისთვის, ოპონირებისთვის და ბიზნესისთვის რიგი სასარგებლო გადაწყვეტილებებისთვის;

მადლობა მინდა გადავუხადო დონორ და პროფესიულ ორგანიზაციებს, მათთან ერთად ბევრი საინტერესო პროექტი განვახორციელეთ ინსტიტუტის გაძლიერებისთვის და საერთაშორისო პლატფორმებზე წარმოჩენისთვის.

მადლობა მედიას მხარდაჭერისთვის და გვერდში დგომისთვის!

მადლობა ბიზნესომბუდსმენის აპარატის ყველა თანამშრომელს თავდადებული შრომისთვის ბიზნესის მხარდასაჭერად!

- პ.ს. აქვე გეტყვით რომ 22 თვიანი მუშაობის პერიოდში ჩვენმა აპარატმა 565 საქმე განიხილა, რომელთაგანაც 300 ზე მოვახდინეთ შესაბამისი რეაგირება და 68% ში ბიზნესის მოთხოვნები სრულად ან ნაწილობრივ იქნა დაკმაყოფილებული.

პ.ს. მინდა აქვე განვაცხადო რომ ჩემი პოზიციიდან წასვლა უკავშირდება შეთანხმებულ ალტერნატიულ გეგმებს, რომლის შესახებაც უახლოეს მომავალში ვისაუბრებ და ეს არ არის სპონტანურად მიღებული გადაწყვეტილება!,"- წერს ლექვინაძე.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 325


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები