პოლიტიკა
12.11.19 15:20
თქვენი ამოცანა არის იერიში მიიტანოთ ყველა იმ სიკეთეზე, რაც ყველას გვაერთიანებს, თქვენ გახარებთ, როცა ქვეყანაში პრობლემებია და ამას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებთ, მათ შორის, თქვენი ვაი-პატრიოტიზმით, გიხარიათ როცა ამ ქვეყანაში რადიკალიზმია, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” ფსევდოდემოკრატიის მიზანია ეროვნული ღირებულებებისთვის ზიანის მიყენება.
“მთავარი თემა არის არა ის, თუ როგორ მივაყენებთ ერთმანეთს შეურაცხყოფას, არამედ მთავრი თემაა ღირებულებების მიმართ ჩვენი დამოკიდებულება. აქ რომ დემოკრატიაზე გვიკითხავენ ლექციას, დემოკრატია არის პასუხისმგებლობა, როცა ხელისუფლებაში იყავით, მაშინ გაგეკეთებინათ დემოკრატიის მინიმუმ ის 10 % მაინც, რაც “ქართულმა ოცნებამ” გააკეთა. დღეს რაც არ უნდა ბევრი გველაპარაკოთ თავისუფლებაზე, არის გამოხატვაზე ადამიანის უფლებებზე, ეს ყველაფერი არის ფარსი. ეს თქვენ ძალიან კარგად იცით, თქვენ საკუთარ თავს ატყუებთ, აქ ირონიანარევი ღიმილით რომ მიყურებთ, თქვენთვის დემოკრატია არის იარაღი ძალაუფლება რომ დაიბრუნოთ, ძალაუფლება, რომ რევანში მოახდინოთ და მეტი არაფერი. ეს ძალიან კარგად იცით თქვენც და საზოგადოებამაც. მთავარი ამოცანა თქვენი, სწორად ბრძანა ირაკლი კობახიძემ, რომ თქვენი ამოცანა არის იერიში მიიტანოთ ყველა იმ სიკეთეზე, რაც ყველას გვაერთიანებს, თქვენ გახარებთ, როცა ქვეყანაში პრობლემებია და ამას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებთ, მათ შორის, თქვენი ვაი-პატრიოტიზმით, გიხარიათ როცა ამ ქვეყანაში რადიკალიზმია.
თქვენთან სასაუბრო ნამდვილად არ მაქვს, სასაუბრო მაქვს თქვენს ამომრჩეველთან , რომელმაც 2003, 2004 წელს და შემდგომში ხმა მოგცათ და ეს ადამიანები აწამეთ, ზოგი დახვრიტეთ, ზოგი ციხეში ამოალპეთ, ბატონი კაკო საუბრობდა პროექტებზე და რა თქმა უნდა, ყველა პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ პროექტების განხორციელების პარალელურად რამდენ ოჯახს აუბედურებდით, რამდენ ბიზნესმენს ართმევდით ქონებას, რომ მის ხარჯზე თქვენი ფსევდოდემოკრატია გეჩვენებინათ, პარალელურად რამდენ ადამიანს აწამებდითო ციხეში, რამდენს არბევდით და ტერორში გყავდათ მედია და მთელი საზოგადოება.
აი ეს არის თქვენი სახე და რამდენიც არ უნდა მელაპარაკოთ დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებზე, პლურალიზმზე, ეს ყველაფერი არის ფარსი, რადგან დღეს თქვენი ამოცანა არის დარტყმა მიაყენოთ ეროვნულ ღირებულებებს, ტყუილად არ არის, რომ თქვენს ტელევიზიებში მთავარი თემა არის გინება, იმიტომ , რომ ენას უნდა ებრძოლო, უნდა დაამკვიდრო, რომ ენაში გინება არის იარაღი და ეს არის ქართული ენა.
თქვენ ებრძვით სარწმუნოებას კი, მე შეიძლება მომთხოვოთ, რომ ფაქტი დავასახელო, მაგრამ საზოგადოებას არაფერი ფაქტი არ სჭირდება, ბუნებრივი აღქმა აქვს და ეს თქვენ ყველაზე მეტად გეშინიათ სიმართლის და ბუნებრიობის, თქვენ გეშინიათ დემოკრატიის იმიტომ, რომ როცა დემოკრატიის გზით შეიძლება ხელში ჩაგივარდეთ ეს დემოკრატია, ძალიან კარგად იცით, რომ თქვენ ამ დემოკრატიით კი არ მართავთ, თქვენი იდეოლოგიით, სისასტიკის იდეოლოგიით გააგრძელებთ ქვეყნის მართვას, როგორც აკეთებდით. ამიტომ მე თქვენ კი არ მოგმართავთ, მე მივმართავ თქვენს ამომრჩეველს, განსაკუთრებით იმ ახალგაზრდებს, რომლებიც 2012 წლის შემდეგ 18 წლის გახდნენ და მათ შეიძლება ძალიან კარგად მოსწონთ გიგა ბოკერია როგორ ლაპარაკობს, რომელიმე თქვენგანი. მაგრამ როცა გიგა ბოკერია და თითოეული თქვენგანი იყავით ხელისუფლებაში, მაშინ აგეღოთ პასუხისმგებლობა დემოკრატიაზე, ამიტომ თქვენი ნებისმიერი თუნდაც კარგი სიტყვა, ეს არის ტყუილი და ამ ტყუილზე პასუხი უნდა აგოთ და პასუხი უნდა გაგცეთ პირველ რიგში ჩვენმა საზოგადოებამ,”- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 91
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0026.04.24
-
მაკა ბოჭორიშვილი - წარმოუდგენელია წევრი ქვეყნების თანხმობის გარეშე უვიზო რეჟიმის გაუქმება
17:4026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - გაუმჭვირვალე NGO-ებმა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა ორჯერ სცადეს
17:1526.04.24
-
ირაკლი ქარსელაძე - თბილისიდან ბათუმში ჩასვლა უკვე სამ საათნახევარში იქნება შესაძლებელი
16:5026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - მოვახერხებთ ტრადიციებითა და ტრადიციული ღირებულებებით ევროკავშირის წევრობას
16:2926.04.24
-
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნორვეგიელ კოლეგას, ესპენ ბარტ ეიდეს შეხვდა
16:0026.04.24
-
15:3926.04.24
-
ქართული მართვის მოწმობით ესპანეთში გადაადგილება უკვე შესაძლებელია
15:2326.04.24
-
15:0026.04.24
-
ლევან დავითაშვილი - მნიშვნელოვანია დეველოპერული და სამშენებლო სექტორის განვითარება
14:4026.04.24
-
14:2026.04.24
-
პოლიციამ გურიაში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია ორი პირი
14:0026.04.24
-
13:3626.04.24
-
13:0026.04.24
-
თურქეთი სომხეთს შერიგებას სთავაზობს. ერევანმა უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა
12:3626.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ვიზალიბერალიზაცია არ გაუქმდება
12:1726.04.24
-
„საქსტატი“ - 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა
11:4626.04.24
-
11:2026.04.24
-
10:4526.04.24
-
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
10:0726.04.24
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24