პოლიტიკა

კახა კალაძე: „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სიის ფორმირება უკვე დაიწყო

12.11.19 15:40


პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება და სიის ფორმირება მმართველმა პარტიამ უკვე დაიწყო. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„არჩევნებისთვის მზადება მიმდინარეობს. დაწყებული გვაქვს შეხვედრები, როგორც რეგიონებში, ასევე დედაქალაქის პარტიულ ორგანიზაციებთან.

როგორც ყველა პოლიტიკური პარტია, ასევე მმართველი პარტიაც ემზადება 2020 წლის არჩევნებისთვის. სიის ფორმირების მიმართულებითაც დაწყებულია მუშაობა, განხილვები. გადაწყვეტილებები ჯერ არ არის მიღებული, თუმცა, სიახლეები როცა გვექნება, ცნობილი იქნება საზოგადოებისთვის“, - განაცხადა კალაძემ.




წყარო : /www.reportiori.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები