პოლიტიკა

რა ბედი ელის პროპორციულ საარჩევნო სისტემას? - ივანიშვილი ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობას იბარებს

13.11.19 10:15


„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება. როსტომ მეფის სასახლეში დეპუტატები 10:00 საათზე მივლენ.

სხდომას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს.

როგორც ჟურნალისტებს გუშინ მმართველი გუნდის წევრმა აკაკი ზოიძემ განუცხადა, უმრავლესობის სხდომაზე განხილვის მთავარი თემა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებები იქნება.

“მესმის ჩემი კოლეგების, კითხვებს სვამენ, იმიტომ, რომ ძალიან ხშირ შემთხვევაში, ეს გადაწყვეტილება თითქოს მოწოდებულია, რომ ზეწოლის ქვეშ გავაკეთეთ და ლანძღვა-გინების მეტი არაფერი ისმის, განსაკუთრებით მაჟორიტარი დეპუტატების მიმართ. ამან გამოიწვია გარკვეული კითხვები ჩვენს კოლეგებში, რადგან ისინი თვლიან, რომ რეგიონალური წარმომადგენლობის გარეშე შესაძლოა, გარკვეულ რისკებთან იყოს დაკავშირებული სიტუაცია. დიდი იმედი მაქვს , რომ უმრავლესობის სხდომაზეც იგივეს მივაღწევთ და მმართველი გუნდი დაუჭერს მხარს პროპორციულ სისტემაზე გადასვლას”, - განაცხადა ზოიძემ.





წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები