პოლიტიკა

კადიროვს ჩეჩნეთიდან საქართველში პირდაპირი გზის მშენებლობა სურს

14.11.19 11:00


ჩეჩნეთის ლიდერს, რამზან კადიროვს ჩეჩნეთიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი გზის მშენებლობა სურს.

ამის შესახებ რუსული სააგენტო ТАСС წერს:

“ჩეჩნური სოფლის, უტუმ-კალიდან საქართველომდე 40-50 წუთის გზაა, ადრე ჩვენ შორის გზა იყო. თუ ამ გზას გავხსნით, საქართველოს გავლით თურქეთში მოვხვდებით, შემდეგ კი – ევროპაში. ეს ჩრდილოეთ კავკასიისთვის მნიშვნელოვანი გზაა, ასევე- რკინიგზაც. ვფიქრობ, უახლოეს მომავალში ეს გზა უნდა გავხსნათ” ,- აცხადებს კადიროვი.

კადიროვის თქმით, გზის მშენებლობის შესახებ განცხადება ფედერალურ ცენტრში უნდა შეიტანონ, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს არ ნიშნავს იმას, საკითხი წამოყენებისთანავე გადაიჭრება და ამბობს, რომ არის ამ გზის გახსნის საჭიროება და სურვილი.





წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები