პოლიტიკა

ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ხელისუფლებას: დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ ექიმი გაფრინდაშვილი

20.11.19 10:00


ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ტომას ჰენდრიკ ილვესი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ხელისუფლებას მიმართავს და გატაცებული ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.

„მოვუწოდებ დე ფაქტო ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ექიმი გაფრინდაშვილი, რომელიც დადებულ ფიცს ასრულებს და ეხმარება იმ ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობენ ტერიტორიაზე, სადაც ადეკვატური სამედიცინო დახმარება ხელმისაწვდომი არ არის. გაათავისუფლეთ გაფრინდაშვილი“, - აღნიშნავს უცხოელი პოლიტიკოსი.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები