პოლიტიკა

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლის სამი კანდიდატი დამტკიცებულია

17.05.16 17:35


საქართველოს მთავრობამ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე წარსადგენად ხუთიდან სამი კანდიდატი დაამტკიცა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თანამშრომელი გიორგი ბადაშვილი და იურისპრუდენციის პროფესორი ნანა მჭედლიძე — ამ კანდიდატთაგან ერთ-ერთმა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ნონა წოწორია უნდა შეცვალოს, რომელსაც უფლებამოსილების ვადა 2017 წლის იანვარში ეწურება.

კანდიდატთა სიას საქართველოს მთავრობა კვირის განმავლობაში ევროპის საბჭოს წარუდგენს, ხოლო მიმდინარე წლის ოქტომბერში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ერთ მათგანს შეარჩევს.

ბარამიძის, ბადაშვილისა და მჭედლიძის გარდა, ასევე განიხილებოდა თავდაცვის მინისტრის მოადგილის ანა დოლიძისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ევა გოცირიძის კანდიდატურები.

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლის კანდიდატებს სპეციალური კომისია არჩევდა. კომისიის წევრებს შორის იყვნენ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე, მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე მამუკა ვასაძე.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 73


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები