მსოფლიო

მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება

28.11.19 16:40


აზერბაიჯანული მედიის ცნობით, აზერბაიჯანის საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე მილი მეჯლისის დათხოვნის გადაწყვეტილება მიიღეს. მათი ინიციატივით, მილი მეჯლისში ვადამდელი საპარალამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს.

როგორც აზერბაიჯანული გამოცემები იტყობინება, აღნიშნული გადაწყვეტილება იმით აიხსნება, რომ პარლამენტის ამჟამინდელი შემადგენლობა ვერ პასუხობს სახელმწიფო მეთაურის მიერ გატარებულ პოლიტიკას და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებს ფეხს ვერ უწყობს.

აღნიშნულ ინიცატივას მილი მეჯლისი ხვალ განიხილავს. სავარაუდოდ, ხვალვე, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევს ვადამდელი არჩევნების დანიშვნის თაობაზე მიმართავენ.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები