საზოგადოება

შსს-მ სალოცავის ქურდობის ბრალდებით ორი პირი დააკავა

18.08.16 17:10


შსს-ს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის და კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ა.ხ. და 1988 წელს დაბადებული ლ.ფ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა დუშეთის რაიონის სოფელ უკანხადუში მდებარე სალოცავი გაქურდეს.

მათივე განმარტებით, სამართალდამცველებმა სალოცავიდან მოპარული ნივთები - ვერცხლის სხვადასხვა სახის 79 ნაკეთობა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 1252


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები