საზოგადოება

მძღოლებს საკუთარი ავტომანქანის რადიაციულ დაბინძურებაზე შემოწმება შეუძლიათ

18.08.16 17:55


სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტომ ახალი ტიპის მომსახურება დანერგა, რომლის თანახმად დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ეძლევათ სურვილის შემთხვევაში, საკუთარი ავტომანქანა რადიაციულ დაბინძურებაზე შეამოწმონ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს, უკვე განხორციელდა რამდენიმე ავტომანქანის შემოწმება, რის შედეგადაც რადიაცული დაბინძურების ფაქტი არ გამოვლენილა.

„აღსანიშნავია, რომ იაპონიიდან იმპორტირებული ავტომანქანების რადიაციული კონტროლი ხორციელდება საერთაშორისო სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე, თანამედროვე რადიაციული მონიტორინგის პორტალებით, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც დიდია მოსახლეობის ინტერესი პირადად, დამატებით გადაამოწმონ საკუთარი ავტომანქანები რადიაციულ დაბინძურებაზე, რამაც განაპირობა აღნიშნული მომსახურების დანერგვა“, - აცხადებენ სამინისტროში.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 586


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები