საზოგადოება

დაკარგული ჯარისკაცების სამძებრო ღონისძიებაში ხვალ დილიდან თურქეთის საზღვაო ძალების კიდევ ერთი ხომალდი ჩაერთვება

18.08.16 18:20


საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების ორი სამხედრო მოსამსახურის სამძებრო-სამაშველო ღონისძიებების განსახორციელებლად თურქეთიდან, დღეს დილის 2 საათზე კიდევ ერთი ხომალდი დაიძრა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„თურქეთის საზღვაო ძალების მცურავი საშუალება, რომელიც შესაბამისი პერსონალითაა დაკომპლექტებული და სამძებრო აპარატურითაა აღჭურვილი, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ხვალ დილით შემოვა. საქართველოს ტერიტორიულ წყლებში თურქეთის სანაპირო დაცვის პირველი კატარღა 9-კაციანი ეკიპაჟით გუშინვე შემოვიდა და სამუშაოებში ჩაერთო.

ქართველი სამხედროების სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებში დახმარების გასაწევად თურქულ მხარესთან მოლაპარაკებები საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გუშინ დილით, გონიოში ჩასვლამდე აწარმოა, რის შემდეგაც თურქეთის რესპუბლიკის სანაპირო დაცვის სამსახური დაუყოვნებლივ ჩაერთო სამუშაოებში.

საქართველოს მთავრობის თხოვნის საფუძველზე, სამუშაოებში პირველივე დღიდან ჩართულია აშშ-ის ევროპული სარდლობა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 712


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები