საზოგადოება

აღდგომას არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი

26.04.16 0:55


სინოპტიკოსები მიმდინარე კვირის განმავლობაში არამდგრად ამინდს პროგნოზირებენ. როგორც ”ინტერპრესნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, მთელი კვირის განმავლობაში, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში, დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი.

მისივე თქმით, დღეს აღმოსავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია, ხოლო დასავლეთის ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ამაღამ მთელი საქართველოს მასშტაბით იწვიმებს, ხვალ კი წვიმიანი ამინდი მხოლოდ ზოგ რაიონში შენარჩუნდება. დღეს და ხვალ ჰაერის ტემპერატურა +24, +29° გრადუსის ფარგლებში იქნება.

27 აპრილს საქართველოს უმეტეს რაიონში წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს და +15 +20 გრადუსის ფარგლებში იქნება. წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება მომდევნო დღეებშიც. კერძოდ, 28-29 აპრილს როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში იწვიმებს. ზოგან დასავლეთის ძლიერი ქარი იქროლებს.

როგორც სვეტლანა ნიორაძემ აღნიშნა, არამდგრადი ამინდები 30 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება, 1-ელ მაისს, აღდგომის დღეს კი, შედარებით გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა 1-2 გრადუსით მოიმატებს, თუმცა ცალკეულ რაიონებში მცირე წვიმა მაინც შენარჩუნდება.

წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 46


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები