პოლიტიკა

გიორგი მარგველაშვილი 17-18 მაისს იმერეთის რეგიონს ეწვევა

17.05.16 18:20


საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი 17-18 მაისს იმერეთის რეგიონს ეწვევა.

ქვეყნის პირველი პირი 17 მაისს 16:30 საათზე ქუთაისის კადეტთა ლიცეუმს დაათვალიერებს, ხოლო 17 :00 საათზე კადეტებისათვის საჯარო ლექციას წაიკითხავს, რის შემდეგაც კადეტების შეკითხვებს უპასუხებს.

18:00სთ.-ზე გიორგი მარგველაშვილი „ქარავან არტ ფორუმი 2016“-ის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრება, 19 :00 საათზე კი სამეფო რეზიდენციას დაათვალიერებს.

18 მაისს საქართველოს პრეზიდენტი 11:00 საათზე გელათის აკადემიას დაათვალიერებს, 12:00 საათზე კი ქუთაისის აკაკი წერთლის სახემწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის ლექციას წაიკითხავს. სადაც ასევე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიაც გაიმართება.

13:30 საათზე საქართველოს პრეზიდენტი ქართული სამოსის გამოფენას დაათვალიერებს. ხოლო 19:00 გიორგი მარგველაშვილი ქუთაისში ფეხბურთში საქართველოს თასის ფინალურ მატჩს დაესწრება.


წყარო : /www./news.ge

წაკითხულია : 91


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები