პოლიტიკა

დავით ზალკალიანი ადამიანის უფლებების დღესთან დაკავშირებით სიტყვით გამოვიდა

10.12.19 18:00


"განსაკუთრებულ პატივისცემას გამოვხატავ ადამიანის უფლებათა დღის და ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ისტორიის მანძილზე შეიტანა წვლილი იმ მიღწევებში, რომლებსაც დღეს ასე ვაფასებთ", - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ადამიანის უფლებების დღესთან დაკავშირებით განაცხადა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა 1948 წლის 10 დეკემბერს გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღების შესახებ ისაუბრა.

"ამ ინოვაციურმა დოკუმენტმა ადამიანის ფუნდამენტური და განუყოფელი უფლებების საყოველთაო დაცვის მაღალი სტანდარტი დააწესა და შედეგად, ერების საერთო მიღწევად იქცა. ორი წლის შემდეგ, 1950 წელს, ახლად შექმნილმა ევროპის საბჭომ - ორგანიზაციამ, რომელიც მიზნად ისახავდა ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების უპირობო დაცვას - ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია (ECHR) შეიმუშავა. UDHR-ის პრინციპებზე დაყრდნობით, კონვენციამ (ECHR) საფუძველი ჩაუყარა არა მხოლოდ წესების უნიკალურ სისტემას, არამედ შექმნა ეფექტიანი, კონვენციაზე დაფუძნებული ინსტრუმენტი - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, რომელიც ასობით მილიონ ადამიანს ევროპაში თავიანთი უფლებების დაცვის შესაძლებლობას აძლევს. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარის რანგში, განსაკუთრებულ პატივისცემას გამოვხატავ ადამიანის უფლებათა დღის და ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ისტორიის მანძილზე შეიტანა წვლილი იმ მიღწევებში, რომლებსაც დღეს ასე ვაფასებთ. მსურს ასევე ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტების ფარგლებში, ჩვენ გვაქვს მცდელობა გავამახვილოთ ყურადღება ადამიანის უფლებათა საკითხებზე, მიღწეულ პროგრესსა და არსებულ გამოწვევებზე ფოკუსირებით", - განაცხადა ზალკალიანმა.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 82


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები