პოლიტიკა

„მრეწველებმა“ „ქართული ოცნება“ დატოვეს

17.05.16 18:45


პარტია „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ მმართველი კოალიცია „ქართული ოცნება“ დატოვა, განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გოგი თოფაძემ გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

თოფაძემ, რომელიც სკანდალური განცხადებებითაა ცნობილი, საქართველოს მთავრობა ნატოსკენ სწრაფვისთვის არაერთხელ გააკრიტიკა. გასულ კვირაში ქვეყნის პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ თავის გუნდში არ იქნებიან ადამიანები, რომელთაც საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით რაიმე ეჭვი ექნებათ.

კვირიკაშვილი დადებითი პიროვნებაა, თუმცა ჩვენ ჩვენი ქვეყნების პერსპექტივებს სხვადასხვაგვარად ვხედავთ, აღნიშნა მან.

უფრო ადრე თოფაძემ საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციურ პარტია „პატრიოტთა ალიანსთან“ გაერთიანება არ გამორიცხა. ორივე პარტია, პირველ რიგში, რუსეთთან ურთიერთობების მოგვარებას ემხრობა.

ამჟამად „ქართული ოცნება“ მხოლოდ ნომინალურად არსებობს. მარტის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ „რესპუბლიკური პარტია“ და „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ არჩევნებზე დამოუკიდებლად გავა.

რამდენიმე დღეში კოალიცია დატოვა „ეროვნულმა ფორუმმა“. 2014 წლის ბოლოს კოალიცია დატოვა ირაკლი ალასანიას „თავისუფალმა დემოკრატებმა“.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 8 ოქტომბერს ჩატარდება.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 64


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები