საზოგადოება

აფხაზეთის ე.წ.ხელისუფლების ცნობით, გალის რაიონში იარაღის სამალავები იპოვეს

19.08.16 19:20


სოხუმის მარიონეტული რეჟიმის ცნობით, ე.წ. ძალოვნებმა გალის რაიონში იარაღის სამალავები იპოვეს. როგორც „სპუტნიკ აბხაზია“ იტყობინება, რეიდები გალის რაიონის სოფელ ლეკუხონაში ჩატარდა, რა დროსაც აღმოჩენილ იქნა „უცნობი პირების მიერ მოწყობილი ორი სამალავი“.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების სამსახური აცხადებს, რომ სამალავებში ნაპოვნია ცეცხლსასროლი იარაღის რამდენიმე ერთეული და საბრძოლო მასალა.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 1396


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები