საზოგადოება

ფარმაცევტები, რომლებიც კანონს დაარღვევენ, დაისჯებიან

19.08.16 20:20


შემოწმებამ აჩვენა, რომ 13 ფარმაცევტი ფსიქოტროპულ მედიკამენტებს ურეცეპტოდ ყიდიდა. ისინი დაისჯებიან, განაცხადა სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დავით მაჭარაშვილმა ბრიფინგზე.

ახალი რეგულაციებით, ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაყიდვისთვის ფარმაცევტს პროფესიით მუშაობა სამი წლის განმავლობაში აეკრძალება. ახალი ნორმა აგვისტოში ამოქმედდა.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს მთელი მასშტაბით აფთიაქების შემოწმება 5 აგვისტოდან დაიწყეს.

შემოწმებამ აფთიაქებში კანონის დარღვევის 30 შემთხვევა გამოავლინა:

• ურეცეპტოდ ფსიქოტროპული მედიკამენტის გაცემის 13 ფაქტი;

• აღურიცხავი ფსიქოტროპული მედიკამენტების არსებობის 5 ფაქტი;

• მეორე ჯგუფის მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის 11 ფაქტი;

• აფთიაქის მხრიდან უნებართვო საქმიანობის განხორციელების ერთი ფაქტი.

რაც შეეხება სანქციებს, კანონის დარღვევის პირველ შემთხვევაში აფთიაქი 6 ათასი ლარით ჯარიმდება, გამეორების შემთხვევაში — 12 ათასი ლარით. თუ კანონი მესამედ დაირღვევა, აფთიაქს ლიცენზიას ჩამოართმევენ.

შემოწმების შედეგად 17-მა ავტორიზებულმა აფთიაქმა მუშაობა შეაჩერა.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 433


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები