საზოგადოება

საქართველომ საერთაშორისო ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში სამი მედალი მოიპოვა

19.08.16 20:50


ქართველმა სკოლის მოსწავლეებმა სამი მედალი მოიპოვეს და ინფორმატიკაში 28-ე საერთაშორისო ოლიმპიადის (IOI-2016) საუკეთესო მონაწილე ქვეყნების ოთხეულში შევიდნენ. ოლიმპიადა ყაზანში 12-19 აგვისტოს გაიმართა, აღნიშნულია დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის ვებგვერდზეგანთავსებულ განცხადებაში.

ოლიმპიადაში სხვადასხვა ქვეყნის 312 მოსწავლე მონაწილეობდა. საქართველო ოთხმა მოსწავლემ წარადგინა, აქედან სამმა საუკეთესო შედეგები აჩვენა.

ვერცხლის მედალი ოლიმპიადაზე გიორგი კლდიაშვილმა (მე-10 კლასი) მიიღო, ხოლო ბრინჯაოს მედლები — გიორგი სხირტლაძემ (მე-12 კლასი) და ნუგზარ ჩხაიძემ (მე-11 კლასი).

ქუთაისის სკოლის მოსწავლე ბაკურ ცუცხაშვილს მედლის მისაღებად სულ ერთი ქულა არ ეყო. ის ცენტრალური ევროპის ქვეყნების მოსწავლეთა შორის ინფორმატიკაში ოლიმპიადის პრიზიორია, რომელიც რუმინეთში 22-25 ივლისს გაიმართა. მაშინ საქართველოს სამი მედალი ერგო.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 379


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები