საზოგადოება
22.08.16 16:40
“ისლამური სახელმწიფოს” მიერ დაფინანსებულ ინტერნეტ საიტებზე ომარ ალ შიშანის (თარხან ბათირაშვილი) ანდერძი ვრცელდება, სადაც ის თანამებრძოლებს ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდებს.
ანდერძის დასაწყიში თარხან ბათირაშვილი მის დაქვემდებარებაში მყოფ მუჯაჰედებს მოუწოდებს, მიუტევონ ყველა ის წყენა, რომელიც მას ოდესმე მიუყენებია მათთვის და თავად პატიობს მათ მის წინაშე ჩადენილ ყველა დანაშაულს.
”ჩემი უკანასკნელი რეკომენდაციები, რომლებიც, იმედია, განხორციელებული იქნება, რამდენადაც შესაძლებელია.
პირველი რეკომენდაცია: მივმართავ ყველა მოჯაჰედს, რომლებიც ჩემს განკარგულებაში იყვნენ. გთხოვთ მაპატიოთ თუ გაწყენინეთ.
რაც შემეხება მე, მე თქვენ გაპატიეთ. გირჩევთ ალაჰს პატიება თხოვოთ და განაახლოთ თქვენი მონანიება.
მეორე რეკომენდაცია: არასოდეს დაანებოთ თავი ჯიჰადს და ჰიჯრას, ვინაიდან ამ ორ რამეში არის ჩვენი სულების გადარჩენა და ჩვენი რელიგიის გამარჯვება.
მესამე რეკომენდაცია: განსაკუთრებით მივმართავ ემირებს. მათ ვეუბნები: სანდო პირებისა და ახლო წრის შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ არა მათ წარმომავლობას, არამედ მათ შიშს ალაჰის წინაშე და მათ მიერ მოვალეობების შესრულების უნარებს.
მეოთხე რეკომენდაცია: უარყავით ამქვეყნიური საზიზღარი ცხოვრება და გახსოვდეთ, განიკითხებით ყველა იმ ქონების გამო, რაც თქვენს ხელში იყო. არ დაკარგოთ დრო ამქვეყნიური ქონების მიპოვების მისწრაფებაში.
მეხუთე რეკომენდაცია: ო, მორწმუნეების ემირო, ალაჰმა დაგიფაროს – ალაჰის სახელს ვახსენებ, რათა დაგლოცოს და რათა შეძლო შენს ირგვლივ შეკრიბო დაჩაგრული, დამშეული, მიმოფანტული მორწმუნეები. რათა ალაჰმა შეგაძლებინოს ორი წმინდა ადგილის, ქვეყნის დაპყრობა, ისევე, როგორც იერუსალიმის დაპყრობა.
და ბოლოს, მორწმუნეების ემირო, გთხოვ, არ დაივიწყო კავკასია”, – ნათქვამია ბათირაშვილის ანდერძში.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 424
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24
-
11:2016.05.24
-
თბილისში „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მე-7 მინისტერიალი გაიმართა
11:0016.05.24
-
10:3016.05.24
-
10:0016.05.24
-
პრეზიდენტი ეუთო-ს თავმჯდომარეს შეხვდა
18:0015.05.24
-
ნიკა გვარამია - რეჟიმი გაბზარულია
17:1515.05.24
-
16:4715.05.24
-
საფრანგეთის ელჩი საქართველოში - ევროკავშირი მზად არის საქართველოს მხარდაჭერა გააგრძელოს
16:2115.05.24
-
სოზარ სუბარი - მომავალში გამოჩნდება, რომ კანონი არანაირ პრობლემას არ შექმნის, პირიქით
16:0015.05.24
-
15:3515.05.24
-
დავით უსუფაშვილი - ბოიკოტი არ ნიშნავს პარლამენტიდან წასვლას
15:0715.05.24
-
სეპარატისტული სამხრეთ ოსეთი შესაძლოა გაუქმდეს ხალხის სრული ფიზიკური არყოფნის გამო
14:4515.05.24
-
14:2815.05.24
-
13:5715.05.24
-
13:2415.05.24
-
გურამ მაჭარაშვილი - უცხოური ძალა არსებობს, რომელსაც საქართველო ქართველების გარეშე უნდა
12:4215.05.24