საზოგადოება

უნივერსიტეტებში ჩარიცხვების შესახებ ინფორმაცია, სავარაუდოდ, 25 აგვისტოსთვის გამოქვეყნდება

22.08.16 20:45


გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, უნივერსიტეტებში ჩარიცხვების შესახებ ინფორმაცია, სავარაუდოდ, 25 აგვისტოსთვის გამოქვეყნდება. დღეს კი აპელაციის შედეგები გახდება ცნობილი.

”სააპელაციო პროცესის დასრულების შემდეგ იწყება ბაზების მომზადება ჩარიცხვებისა და გრანტის განაწილებისთვის, პარალელურად მიმდინარეობს გათანაბრებისა და სკალირების პროცესი.

ჩარიცხვების შესახებ ინფორმაცია ამ პროცედურების დასრულების შემდეგ, სავარაუდოდ, 25 აგვისტოსთვის გამოქვეყნდება”, – აღნიშნავენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 316


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები