საზოგადოება

“ეცადეთ არ იყოს დაყოფა თქვენს შორის” – ილია II უმრავლესობის დეპუტატებს

17.01.20 10:40


საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო უმრავლესობის წევრები დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს, ილია II-ს საპატრიარქოში შეხვდნენ და დაბადების დღე, აღსაყდრებიდან 42 წელი და შობა-ახალი წლის დღესასწაული მიულოცეს.

როგორც საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრაზე ილია II-მ დეპუტატებს უთხრა, რომ ახალგაზრდა თაობას უნდა მისცენ მაგალითი და სთხოვა ეცადონ, მათ შორის დაყოფა არ იყოს:

“მოხარული ვარ თქვენთან შეხვედრით. მინდა გთხოვოთ, რომ ეცადოთ, არ იყოს დაყოფა თქვენ შორის, თქვენ უნდა მისცეთ მაგალითი ჩვენს ახალგაზრდობას. ღმერთი მოწყალეა და ღმერთი გაგვიხსნის გზას და ჩვენ გავალთ სამშვიდობოს. დალოცვილი იყავით”, – უთხრა ილია მეორემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს.

პარლამენტის განცხადებით, შეხვედრაზე პატრიარქს სიტყვით მიმართეს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ილია ნაკაშიძემ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა, პარლამენტის ყოფილმა წევრმა კარლო კოპალიანმა, დეპუტატებმა- ენძელა მაჭავარიანმა, ირაკლი შიოლაშვილმა, მერაბ ქვარაიამ, ანრი ოხანაშვილმა, რევაზ არველაძემ, გენადი მარგველაშვილმა:

„ჩვენ მოვედით, რათა მოგილოცოთ დაბადების დღე, 42 წელი აღსაყდრების, შობა-ახალი წელი, კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ დიდი სიყვარული და პატივისცემა ჩვენ ყველამ ერთად. ვფიქრობთ, რომ საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის სიყვარული მოგიტანეთ დღეს“, – მიმართა ილია II-ს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები