საზოგადოება

თეა წულუკიანი: არ ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის შეწყალების აქტს რაიმე ხარვეზი აქვს

17.01.20 14:20


“არ ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის Შეწყალების აქტს რაიმე ხარვეზი აქვს”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პატიმრების შეწყალების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ერთადერთი პრეტენზია პატიმრებისგან არის ის, რომ მათ სურთ უფრო მეტი პირის შეწყალება მოხდეს ხოლმე.

“შეწყალების კრიტერიუმები, ის რაც წინა წლის დასასრულს ვიხილეთ, არის ნათელი, განჭვრეტადი და მკაფიო. არ მსმენია არცერთი პატიმრისგან ის, რომ კრიტერიუმები განჭვრეტადი არ არის. ერთადერთი პრეტენზია, რაც მათ გააჩნიათ არის ის, რომ პატიმრები შეწყალებულთა უფრო დიდ ციფრს ელოდებიან ხოლმე, ვიდრე არის. ამასთან, მე არ ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის აქტს რაიმე ხარვეზი აქვს,” – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები