პოლიტიკა

კახა კალაძე საჩხერის ტყეში საოკუპაციო მონიშვნებზე გავრცელებულ ინფორმაციაზე - ეს იმ უპასუხისმგებლო პოლიტიკის შედეგია, რაც სააკაშვილის სისხლიანმა რეჟიმმა 2008 წელს გააკეთა

20.01.20 15:40


ეს არის შედეგი იმ უპასუხისმგებლო პოლიტიკის, რაც სააკაშვილის სისხლიანმა რეჟიმმა 2008 წელს გააკეთა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა, კახა კალაძემ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განუცხადა, რომლის თანახმადაც საჩხერის ტყეში საოკუპაციო მონიშვნები გაჩნდა.

მისი თქმით, ქვეყნის ოკუპაცია ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა.

"პირველი, ეს არის შედეგი იმ უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების და იმ უპასუხისმგებლო პოლიტიკის, რაც სააკაშვილის სისხლიანმა რეჟიმმა 2008 წელს გააკეთა და მოახერხა. მეორე, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენს საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, ეს არის ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევა, ქვეყნის ოკუპაცია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს ყველაფერი შევაჩეროთ და მოვახდინოთ დეოკუპაცია", - განაცხადა კალაძემ.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 325


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები