პოლიტიკა
23.01.20 14:20
ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი სტეფ ბლოკი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას (EUMM) ეწვია.
ინფორმაციას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ავრცელებს.
„მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ქ-ნი ქეით ფიერონი მიესალმა ბ-ნ ბლოკს და ნიდერლანდების დელეგაციას სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ახლოს მდებარე სოფელ ოძისში. ქ-მა ფიერონმა მიმოიხილა მისიის მანდატი, ოპერაციები და დაკვირვებები, სადაც ხაზი გაუსვა მისიის ხელშეწყობით ოპერირებადი ცხელი ხაზის მნიშვნელოვან როლს კონფლიქტის ყველა მხარეს შორის კომუნიკაციის შენარჩუნებაში, ადგილზე უსაფრთხოების დასარეგულირებლად“, – აღნიშნულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმაციაში.
მისივე ცნობით, მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მადლობა გადაუხადა ნიდერლანდების ხელისუფლებას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისადმი გაწეული მუდმივი წვლილისა და პოლიტიკური მხარდაჭერისთვის.
როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში აცხადებენ, ვიზიტის დროს სტეფ ბლოკი ასევე შეხვდა მისიაში მომუშავე ნიდერლანდელ დამკვირვებლებს და მადლობა გადაუხადა მათ და ზოგადად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, რეგიონალურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში მნიშვნელოვანი წვლილისთვის. ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე დადებითად შეაფასა მისიის განუწყვეტელი ძალისხმევა მონიტორინგისა და ანგარიშგების ხარისხის გასაუმჯობესებლად, რაც ასევე მოიცავს მისიის მიერ ახალი ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებას.
„მე შეშფოთებული ვარ ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ შექმნილი ვითარებით და მისი გავლენით ადგილზე მყოფ მოსახლეობაზე.
ამრიგად, მე მტკიცედ ვუჭერ მხარს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას მისი, როგორც სადამკვირვებლო მისიის გადამწყვეტი როლის შესრულებაში და კონფლიქტის მხარეებს შორის ნდობის აღდგენაში“, – განაცხადა ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სტეფ ბლოკმა.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 163
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24
-
11:2016.05.24