პოლიტიკა

"არ გამოვრიცხავ თავმჯდომარე თადუმაძე გახდეს"- უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე

23.01.20 14:40


საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე არ გამორიცხავს, სასამართლოს თავმჯდომარე ყოფილი მთავარი პროკურორი, შალვა თადუმაძე გახდეს.

თოდუა თადუმაძეს "თავისი საქმის კარგად მცოდნეს" უწოდებს.

"იმ მოკლე დროში, რაც ჩვენ გვქონდა ურთიერთობა, ბატონ შალვას ვახასიათებ ერთ-ერთ საუკეთესო პროფესიონალად და ყველაზე მთავარი, რაც თავმჯდომარეს უნდა ჰქონდეს, ეს არის ის, რომ მას შეუძლია ურთიერთობა დაამყაროს, არის ძალიან გაწონასწორებული და თავისი საქმის კარგი მცოდნე. არ ვიცი, შეიძლება [უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე], მე არ გამოვრიცხავ", - განაცხადა თოდუამ.

ყოფილი გენერალური პროკურორი უზენაესის სასამართლოს მოსამართლედ პარლამენტმა 2019 წლის დეკემბერში დაამტკიცა.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები