პოლიტიკა

პრეზიდენტი: სიძულვილი, დაპირისპირება და პოლარიზაცია, რასაც მთელ მსოფლიოში ვხედავთ, არ შეიძლება განმეორდეს

23.01.20 15:00


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იერუსალიმში 45-ზე მეტ მსოფლიო ლიდერთან და სახელმწიფოს ხელმძღვანელთან ერთად მსოფლიო ჰოლოკოსტის მე-5 ფორუმს "გვახსოვს ჰოლოკოსტი, ვებრძვით ანტისემიტიზმს" დაესწრება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიება, რომელიც მუზეუმ "იად ვაშემში" გაიმართება, ჰოლოკოსტის საერთაშორისო ხსოვნის დღესა და აუშვიცის გათავისუფლების 75 წლისთავს ეძღვნება.

ზურაბიშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო მონაწილეობს ამ ძალიან დიდ ღონისძიებაში, რომელიც ჰოლოკოსტის ხსოვნას ეძღვნება.

"ეს ღონისძიება გზავნილია დღევანდელი მსოფლიოსათვის, რომ არ შეიძლება განმეორდეს: სიძულვილი, დაპირისპირება და პოლარიზაცია, რასაც ვხედავთ მთელს მსოფლიოში და რასაც შეიძლება შემდეგ რასიზმი და დისკრიმინაცია მოჰყვეს. საქართველოსათვის პატივია ამ ღონისძიებაში მონაწილეობა, რადგან ეს მსოფლიო მოვლენაა", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები