პოლიტიკა

დე ფაქტო ხელისუფლებამ ახალგორელების ნაწილისთვის ე.წ. საზღვარი დროებით გახსნა

24.01.20 14:20


დე ფაქტო ხელისუფლებამ ახალგორელების ნაწილისთვის ე.წ. საზღვარი დროებით გახსნა.

"რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, "რაზდახანის" ე.წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლით საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მიკროავტობუსით ათამდე პენსიონერი გადავიდა.

ე.წ. საზღვარზე გაატარებენ კიდევ რამდენიმე ათეულ მოქალაქეს, რომლებსაც ე.წ. საშვი აქვთ.

ცნობისთვის, ე.წ. საზღვარი საოკუპაციო რეჟიმმა 5 სექტემბერს ჩაკეტა.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები