პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე საქართველოში USAID-ის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

24.01.20 16:40


პარლამენტის თავმჯდომარე USAID-ის მისიის დირექტორს საქართველოში პიტერ ვიბლერს შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოსა და USAID-ს შორის არსებულ თანამშრომლობასა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამებზე ისაუბრეს.

საუბარი, შეეხო პარლამენტის საქმიანობას და მნიშვნელოვან კანონპროექტებს. ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური მხარდაჭერის პროექტებზე - საქართველოს ეკონომიკური განვითარების მხარდასაჭერად, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო 2020 წელს უპრეცედენტოდ დიდ დაფინანსებას გამოყოფს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა USAID-ის განსაკუთრებულ წვლილს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული, ინსტიტუციური და ეკონომიკური განვითარების საქმეში და შემდგომი თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები