საზოგადოება

ნარკოტიკების მოხმარებაში ეჭვმიტანილი ენმ-ს აქტივისტები დააკავეს

24.08.16 15:55


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის აქტივისტები ალექსი ადამია და მიხეილ მუხავა დღეს ფოთში დააკავეს და ნარკოლოგიური შემოწმების მიზნით სენაკში გადაიყვანეს.

ადამია საკუთარ სახლში დააკავეს, ხოლო მუხავა მაშინ, როცა ის სავარჯიშოდ მიდიოდა სპორტდარბაზში. ადვოკატ ბექა ბასილაიას თქმით, რომელიც ამავე დროს არის ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ენმ-ს მხრიდან, პოლიციას დაკავების ოქმები არ გაუფორმებია, რაც კანონის უხეში დარღვევაა.

ენმ-ს დეპუტატობის კანდიდატი მომხდარს აქტივისტების პოლიტიკურ მოღვაწეობას უკავშირებს და სპეცსამსახურების მხრიდან მათზე ზეწოლაზე საუბრობს.

„ეს კეთდება წინასაარჩევნო პერიოდში იმისათვის, რომ ჩემი მომხრეები დააბნიონ. ეს კეთდება პოლიტიკური გავლენისათვის.

ყოველთვის როცა გადავადგილდებით, თვალყურს გვადევნებს უსაფრთხოების სამსახური“, — დასძინა ბასილაიამ.

შსს-ს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ადამია და მუხავა სენაკში ნარკოლოგიური შემოწმების მიზნით სსკ-ს 45-ე მუხლის შესაბამისად გადაიყვანეს (ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა ან შენახვა, ან მოხმარება ექიმის დანიშნულების გარეშე.

აღნიშნული კანონდარღვევა ისჯება ჯარიმით 500 ლარამდე ან 15 დღიანი პატიმრობით.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები