პოლიტიკა
30.01.20 10:15
დონორთა დახმარება ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რეფორმები და გეგმები საკმაოდ ამბიციურია, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა დონორთა კონფერენციის შესახებ განაცხადა.
მისი თქმით, დღევანდელ თემატურ შეხვედრაზე, რომელიც ფორუმის შემდეგ, სამინისტროების წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართა, საუბარი იყო ექვს ძირითად სამუშაო ჯგუფზე, რომლებიც 2020 წლის განმავლობაში გაიმართება.
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლებს, გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
„ორ წლიანი პაუზის შემდეგ დღეს ჩავატარეთ ფორუმი, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, რომელსაც მთავრობის წევრები ესწრებოდნენ და დონორებისთვის საინტერესო კითხვებზე სცემდნენ პასუხს. ფორუმი თითქმის ორ საათზე მეტი ხნის განმავლობაში გაგრძელდა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ძალიან დიდი ინტერესი იყო. თითქმის ყველა დონორი ორგანიზაციის წარმომადგენელი, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ ამ ღონისძიებას და განხილული იქნა ყველა პრიორიტეტული მიმართულება, რომელიც სამთავრობო სამოქმედო გეგმით არის გაწერილი და 2020 წლისთვის წარმოადგენს საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს.
დღევანდელ ფორუმზეც, ისევე, როგორც ფორუმის შემდგომ თემატური შეხვედრების ფორმატში, რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი, ჩვენი მიზანი იყო, დონორების დახმარების მიმართულებით კოორდინაცია გაზრდილიყო მაქსიმალურად, იმისთვის, რომ ის საგარეო დახმარება, რომელსაც კონკრეტულ პროექტებსა და რეფორმებში დონორი ორგანიზაციები დებენ, მიზნობრივად იყოს გამოყენებული და არსებობდეს მჭიდრო კომუნიკაცია თითოეულ სამინისტროსა და დონორ ორგანიზაციებს შორის.
დღევანდელ თემატურ შეხვედრაზე, რომელიც ფორუმის შემდეგ გაიმართა და მას სამინისტროების წარმომადგენლები ესწრებიან, საუბარი იქნება ექვს ძირითად სამუშაო ჯგუფზე, რომლებიც 2020 წლის განმავლობაში გაიმართება და უკვე კონკრეტულად სამინისტროებისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ქვეყნის საჭიროებებზე ისაუბრებენ და კონკრეტულად განისაზღვრება, რა მიმართულებით არის საჭირო დონორთა დახმარება.
მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დონორ ორგანიზაციებს საქართველოს მთავრობის სახელით დიდი მადლობა გადავუხადო, რადგან წლების განმავლობაში ფასდაუდებელ დახმარებას გვიწევენ. მხოლოდ 2018 წელს 7 მილიარდზე მეტი აშშ დოლარის დახმარება გაუწიეს საქართველოს მთავრობას დონორმა ორგანიზაციებმა“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
მისი თქმით, დღევანდელ ფორუმზე პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის წევრების მხრიდან გაჟღერდა კონკრეტული პრიორიტეტული მიმართულებები, რომელიც სრულ თანხვედრაშია სამთავრობო სამოქმედო გეგმასთან და მთავრობის პრიორიტეტებთან.
„გაჟღერდა კონკრეტული პრიორიტეტული მიმართულებები, რომელიც სრულ თანხვედრაშია სამთავრობო სამოქმედო გეგმასთან და მთავრობის პრიორიტეტებთან, რაზეც პრემიერ-მინისტრმა ჯერ კიდევ პარლამენტში, მთავრობის დამტკიცებისას ისაუბრა. საუბარი იყო უსაფრთხოების პრიორიტეტულობაზე – როგორც საგარეო, ისე საშინაო უსაფრთხოებაზე.
ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება, რაზეც დონორებთან ჩვენ აქცენტი გავაკეთეთ, ეკონომიკური განვითარება და სამუშაო ადგილებია. აქ იგულისხმება, როგორც ბიზნესის ხელშეწყობა, ინფრასტრუქტურის განვითარება და ა.შ. განათლება და ადამიანური კაპიტალის განვითარება ასევე ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რაზეც ჩვენ დონორებს დახმარება ვთხოვეთ 2020 წელს. როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარეობს განათლების სისტემის ყოვლისმომცველი რეფორმა და არა ფრაგმენტული, განსაკუთრებული აქცენტით პროფესიულ განათლებაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 217
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24
-
11:2016.05.24