პოლიტიკა

ნათია თურნავა: ვაგრძელებთ სტრუქტურულ რეფორმებს

30.01.20 10:45


"უფრო ძლიერი და ინკლუზიური ზრდის მისაღწევად ვაგრძელებთ სტრუქტურულ რეფორმებს, როგორიცაა საპენსიო რეფორმა, კაპიტალის ბაზრის განვითარება, გადახდისუუნარობის რეფორმა, ენერგეტიკის რეფორმა, სამთო სექტორის რეფორმა",- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

ნათია თურნავამ ქვეყანაში მიმდიანრე სტრუქტურული რეფორმების შესახებ დონორთა ყოველწლიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

მინისტრის განცხადებით, სტრუქტურულ რეფორმებთან ერთად, მცირე და საშუალო საწარმოთა განვითარება, ფინანსების ხელმისაწვდომობის გაძლიერება მთავარ ფაქტორებს წარმოადგენს კერძო სექტორისთვის და ეკონომიკური ზრდისთვის.

"აღსანიშნავია, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამებმა და პოლიტიკის ზომებმა უკვე მოიტანა ხელშესახები შედეგები და მცირე და საშუალო ბიზნესის კონკურენცია სწრაფად იზრდება",- აღნიშნა ნათია თურნავამ.

ამასთან, მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობის მიზანია მაღალი და კონკურენტუნარიანი მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორის განვითარება.

ნათია თურნავამ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა, რომ მთავრობა მუდმივად მუშაობს ახალი ინსტრუმენტების შექმნაზე, რათა უზრუნველყონ ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესება და სამთავრობო პროგრამების ბაზრის საჭიროებებზე მორგება.

დონორთა ყოველწლიური კონფერენცია ცერემონიების სასახლეში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნა. ფორუმის ფარგლებში, ნათია თურნავამ დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხა.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები