პოლიტიკა

მაიკლ გალერი - საქართველოში საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით კონსენსუსი საფრთხის წინაშეა

12.02.20 11:00


ევროპარლამენტის წევრი მაიკლ გალერი „ტვიტერში“ წერს, რომ საქართველოში საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით კონსენსუსი საფრთხის წინაშეა. ევროპარლამენტარი „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის, გიგი უგულავას დაკავებას ეხმაურება.

„საქართველოდან შემაშფოთებელი ამბები მოდის. არჩევნების წინ, ოპოზიციის ლიდერი გიგი უგულავა კვლავ ციხეშია. ჩვენ ვისმენთ ოპოზიციის სხვა ლიდერების წინააღმდეგ დაწყებული საქმეების შესახებ. რთული დასაჯერებელია, რომ ეს არ არის პოლიტკურად მოტივირებული.

საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით კონსენსუსი საფრთხის წინაშეა“, – წერს ევროპარლამენტის წევრი მაიკლ გალერი.




წყარო : /www.1tv.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები