პოლიტიკა

მალაიზიის პარლამენტის დელეგაცია საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა

19.02.20 12:40


საქართველოში ვიზიტით მყოფი მალაიზიის პარლამენტის დელეგაციის წევრები საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ.

მალაიზიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე ტან სრი დატო მოჰამად არიფ მდ. იუსოფისოფელ ხურვალეთში, მავთულხლართებთან მივიდა და ოკუპირებულ მხარეს მცხოვრებ დათა ვანიშვილს გაესაუბრა.

დათა ვანიშვილი დელეგაციის წევრებს იმ სირთულეებზე ესაუბრა, რომლებსაც მოქალაქეები ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრების დროს აწყდებიან.

„ჩვენ ვართ ნეიტრალური ქვეყანა, ჩამოვედით, რათა ადგილზე გავეცნოთ ვითარებას. ვნახოთ, რა ხდება საოკუპაციო ხაზთან. ერთადერთი, რასაც ვისურვებდი, რომ მოლაპარაკებების გზით მოგვარდეს ეს კონფლიქტი“, – განაცხადა მალაიზიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე ტან სრი დატო მოჰამად არიფ მდ. იუსოფმა.




წყარო : /www.1tv.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები