საზოგადოება

ოპერის სოლისტები თბილისის ცენტრს დაასუფთავებენ

25.08.16 19:45


ქართველი საოპერო მომღერლები დღეს, 19:30 საათზე თბილისის საკონცერტო დარბაზთან (ფილარმონია) შეიკრიბებიან და გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ აქციას გამართავენ. მსოფლიო საოპერო ვარსკვლავები ანიტა რაჭველიშვილი და ოთარ ჯორჯიკია მეგობრებთან და თანამოაზრეებთან ერთად თბილისის ცენტრალურ ქუჩებში გაივლიან, რათა დედაქალაქი ნაგვისგან გაწმინდონ.

საოპერო მომღერლები მოუწოდებენ ყველას, შეუერთდნენ მათ და დაეხმარონ ქალაქის დასუფთავებაში. „მოდით, გავამწვანოთ და გავალამაზოთ ჩვენი ქალაქი“, — განაცხადა ჯორჯიკიამ.

რაჭველიშვილისა და ჯორჯიკიას მიერ მოწყობილი დღევანდელი აქცია რიგით მეოთხეა. ჯორჯიკიას ინიციატივით, მსგავსი აქციები პერმანენტულად ტარდება არა მხოლოდ თბილისში, არამედ ქალაქგარეთაც. ახალგაზრდა ხელოვანი ხალხის მიზანი სუფთა და მოვლილი გარემოა.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 343


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები