პოლიტიკა

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარებისთვის რეკომენდაციები მუშავდება

25.02.20 16:00


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი აზიის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების ინსტიტუტის (IDACA) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების ექსპერტს, ტერუნუმა ჰიროშის და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) წარმომადგენლებს შეხვდა.

ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქართველოში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების ხელშეწყობისთვის სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს.

როგორც შეხვედრაზე გიორგი ხანიშვილმა აღნიშნა, ქვეყანაში კოოპერაციული მეურნეობების განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და შესაბამისად, იაპონიის მხრიდან ექსპერტული დახმარება მნიშვნელოვანია.

შეხვედრაზე მხარეებმა რეკომენდაციების შემუშავების საკითხები განიხილეს.

""სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო" და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA), ერთობლივი პროექტის "ბიზნესზე ორიენტირებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნა საქართველოში" ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარებისათვის რეკომენდაციების შემუშავება მიმდინარეობს, რომლის პრეზენტაციაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში 28 თებერვალს გაიმართება", - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეხვედრას სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი და უწყების შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები