საზოგადოება

Wizz Air-მა 12 მარტიდან 2 აპრილამდე ქუთაისი-მილანის რეისები გააუქმა

27.02.20 16:40


ავიაკომპანია Wizz Air-მა ქუთაისის აეროპორტიდან რამდენიმე რეისი გააუქმა, რამდენიმე ქალაქის მიმართულებით კი რეისების რაოდენობა შეამცირა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 12 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით გაუქმებულია მილანის ყველა რეისი.

18 მარტიდან 25 მარტამდე რომის მიმართულებით გაუქმებულია ოთხშაბათი დღის რეისები და მხოლოდ შაბათის ფრენები შესრულდება.

17 მარტიდან 24 მარტამდე ბოლონიის მიმართულებაზე 2-დან მხოლოდ 1 სიხშირე დარჩა.

12 მარტიდან 2 აპრილამდე ბარის მიმართულებით 3 ფრენა გაუქმდა.

როგორც უნგრული კომპანიის წარმომადგენელბი აცხადებენ, ფრენების გაუქმება მოთხოვნის შემცირებას უკავშირდება.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები