პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს პარლამენტში წლიური მოხსენებით წარსდგება

04.03.20 10:30


დღეს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წლიური მოხსენებით საკანონმდებლო ორგანოში წარსდგება.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, პრეზიდენტი თავის გამოსვლაში შესაძლოა შეწყალების კომისიის საკითხსაც შეეხოს.

"დღეს პარლამენტში ველოდებით საქართველოს პრეზიდენტს, რომელსაც კონსტიტუციით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად თავისი სიტყვა ექნება. ამის შემდგომ იქნება იმ ფრაქციების გამოსვლა, რომლებიც უმრავლესობაში არ შედიან, შემდგომ უმრავლესობის ლიდერი წარსდგება პარლამენტის წინაშე და საბოლოოდ შემაჯამებელ სიტყვას ისევ საქართველოს პრეზიდენტი მოახსენებს პარლამენტს. დარწმუნებული ვარ ყველა ძირითად პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ მიმართულებებს ახსენებს ის თავის გამოსვლაში. შესაძლებელია საუბარი შეწყალების კომისიასთან დაკავშირებითაც იყოს", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა "კურიერთან" საუბრისას.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები