ბონდო არველაძე ქართული ეკლესიები საქართველოსა და სომხეთში ნაწილი VI

26.08.16 18:15


თბილისის წმ. ორმოც სებასტიელ მოწამეთა ეკლესია.
თბილისის წმ. ორმოც სებასტიელ მოწამეთა ეკლესიის შესახებ არსებული ცნობები ასე გამოიყურება:
ქართული ჰაგიოგრაფიულ მწერლობაში წმ. ორმოც სებასტიელ მოწამეთა ეკლესიის შესახებ პირველად გვხვდება ცნობა იოანე საბანის ძის თხზულებაში „აბო თბილელის წამებაში“. ქრისტიანობისთვის წამებული არაბი აბო 786 წლის 8იანვარს, პარასკევ დღეს გამოიყვანეს ციხე-სიმაგრიდან (ნარიყალა) და არაბმა ჯალათმა „ კართა ზედა წმინდანისა ორმომეოცთა მარტვირთა ეკლესიათა, მოჰკვეთა თავი. “

მეორე ცნობა ეკუთვნის პლ. იოსელიანს ამ ეკლესიის გამო ბერძნები და სომხები დაობდნენ და პრეტენზიებს აცხადებდნენ.

პროფ. მელიქისეთ-ბეგმა კი სირიელი მწერლის ბარ-ჰებრაის (აბულ-ფარაჯი) თხზულებაში მიაკვლია შემდეგ ცნობას: ქართველებსა და სომხებს შორის 1197წ. შეტაკება მომხდარა აღდგომის დღესასწაულის თაობაზე. სომხები არ დათანხმებულან ქართველებზე ერთი კვირით გვიან აღენიშნათ ეს ქრისტიანულ-რელიგიური დღესასწაული. ეს დაპირისპირება იმდენად გამწვავებულა, რომ ქართველებს გადაუწვავთ სომხური ეკლესია. კონფლიქტებში 40 ათასი სომეხი ჩაბმულა.

მოკლული ყოფილა 4 თუ 40 სომეხი. საქმე დამთავრებულა იმით რომ ქართველებს თითქოს გადაუხდიათ 100 ათასი დინარი ეკლესიის აღსადგენად და ათასი დინარი კი ყოველ მოკლულ სომეხზე.

ეს ცნობა ქართველთა და სომეხთა შეტაკების თბილისში გადმოტანა ზოგიერთ ქართველ მეცნიერს სარწმუნოდ არ მიაჩნია და ფიქრობს, თამარ მეფის დროს ამას ვერავინ გაბედავდა, ეს არისო ზოგიერთი არაკეთილმოსურნე ისტორიკოსის მიზანი, რათა აღინიშნოს 1127წელს ამ ეკლესიის არაქართული წარმომავლობა, ხოლო მომდევნონი ამ მოსაზრებას უკვე უტყუარ წყაროდ და ფაქტად წარმოსახონ.

ამ მოსაზრებასთან დაკავშირებით გვსურს გავაკეთოთ შემდეგი კომენტარი - ჯერ ერთი შეტაკება მომხდარა 1197წელს და არა 1127წელს, მეორეც ლ. მელიქსეთ- ბეგმა გამოთქვა ვარაუდი ეს კონფლიქტი შეიძლება მომხდარიყო თბილისში წმ. ორმოც მოწამეთა ეკლესიაში. ეს ვარაუდი არავის „უტყუარ წყაროდ“ არ მიუღია, გარდა პ. მურადიანის, ს. კარაპეტიანის და სხვა სომეხი მეცნიერებისა. რაც შეეხება განცხადებას, თითქოს თამარ მეფის დროს ვერავინ გაბედავდა ამგვარ ქმედებას, აქ დაუჯერებელი არაფერია, სავსებით შესაძლებელია რელიგიურ ნიადაგზე მომხდარიყო აღნიშნული მწვავე კონფლიქტი. ასეთი შეტაკება და უფრო ფართო მასშტაბიანი ხდებოდა შუა საუკუნეებში ევროპასა და აზიაში.

ჩვენი აზრით, ქართველი ხალხის ტოლერანტობიდან გამომდინარე ნაკლებად საფიქრებელია აღდგომის აღნიშვნის გამო მომხდარიყო ეს შეტაკება. ქართველი ყველა სარწმუნოებას პატივს სცემდა, ამის საუკეთესო მაგალითია თბილისში ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის, კათოლიკური ეკლესიის, მუსლიმანური მეჩეთის, ებრაული სინაგოგის და სომხური საკულტო ძეგლის არსებობა ერთ უბანში. ბარ-ჰებრაის აღწერილი შეტაკება თუ მართლა მოხდა, ამის მიზეზი არა აღდგომის რელიგიური დღესასწაულის ჩატარების პირველობა, არამედ უფრო სერიოზული ფაქტორი იქნებოდა.

სომეხი სასულიერო პირების ავადმყოფური ისტორიზმის და სხვათა ეკლესია-მონასტრების მისაკუთრების სენის გათვალისწინებით, ალბათ, მათი მხრიდან იყო მცდელობა თბილისის წმ. ორმოც სებასტიელ მოწამეთა ქართული ეკლესიის მითვისების, რამაც ქართული მოსახლეობის გაღიზიანება გამოიწვია და მოხდა შეტაკება.

რადგან ეს ცნობა არ ეყრდნობა წერილობით წყაროს ლ. მელიქეთ-ბეგი ვარაუდობს, რომ სირიელმა მწერალმა ზეპირი გზით მოისმინა მისი კავკასიელი თანამოძმეებისგანო. მას მოკლულ სომეხთა რიცხვიც საეჭვოდ მიაჩნია.

მიუხედავად აღნიშნულისა ლ.მელიქსეთ ბეგი მაინც შეეცადა ქართველთა და სომეხთა ეს კონფლიქტი გადმოეტანა თბილისში და წმ. ორმოც მოწამეთა ეკლესიასთან დაეკავშირებინა. ამისთვის მოიშველია XIIIს-ის სომეხი სწავლულის ვანაკან ვარდაპეტის(იგივე იოანე ტაუშეცი) ცნობა. ამ ცნობის მიხედვით მას თბილისში წმ.ორმოც მოწამეთა ეკლესიაში 1226წელს სომხური ხელნაწერი სახარება გაუყიდია.

ლ.მელიქსეთ ბეგმა ეს თარიღი (1226) უკომენტაროდ გაიზიარა. პ. მურადიანმა კი 1236 წლით გადაათარიღა. შემდეგ კიდევ შეასწორა და 1238-მდე გადასწია.

პ.მურადიანს თარიღების წინ გადაწევა დაჭირდა იმიტომ, რომ იცოდა 1226წელს ჯალალედინმა თბილისი და მისი ეკლესიები დააქცია-გაანადგურა, რაც ლ. მელიქსეთ-ბეგს გამორჩა მხედველობიდან. ჯალადედინის ურდოებს ვერც წმ. ორმოც მოწამეთა ეკლესია გადაურჩებოდა. ამდენად ვანაკან ვარდაპეტი გავერანებულ ეკლესიაში ხსენებულ სახარებაზე მინაწერს ვერ გააკეთებდა. მურადიანმა გაითვალისწინა რა ეს ფაქტორი თარიღი მთელი 12წლით გადმოწია იმ მიზნით, რომ თორმეტი წლის განმავლობაში წმ.ორმოც მოწამეთა ეკლესიას აღადგენდნენ და მინაწერიც სომხურ სახარებაზე საეჭვო აღარ იქნებოდა.

აი, ამისთვის დაჭირდა ამ თარიღებით მანიპულაცია.

ამ მინაწერთან დაკავშირებით ავტორები მართებულად წერენ „დედაციხის ტერიტორიაზე მდებარე წმ.ორმოც მოწამეთა ეკლესიაც ვერ ასცდებოდა დანგრევას (1226), ცოტა არასერიოზულად გვეჩვენება გაუკაცრიელებელ ქალაქში ვინმეს ახლად გადაწერილი (ალბათ ძვირიც) სომხური სახარებით ვაჭრობა.

ვფიქრობ, „ცოტა არასერიოზულიც“ კი არ არის, ნამდვილად საფუძველს მოკლებული აზრია და ვაკან ვარდაპეტის მინაწერის სიყალბეს ადასტურებს. ცნობილია, სომეხი სასულიერო პირები ამგვარი საქმის ოსტატები იყვნენ.

მიუბრუნდეთ იოანე საბანის-ძის ცნობას, რომლის მიხედვით 786წ. წმ. ორმოც მოწამეთა ეკლესია იყო. ისმის კითხვა, ეს ეკლესია ქართული მართლმადიდებლური იყო თუ სომხური მონოფიზიტური?

გიუტ აღაიანცის ცნობით წმ.ორმოც სებასტიელ მოწამეთა ეკლესია იყო ყველაზე ძველი სომხური ეკლესია თბილისში, რომელიც 754წელს აუგია საფრაზ ჯუღაეცს (ჟურ. „ტარაზი“) 1919 N (1-2), გვ 45 (სომხ. ენაზე), მაგრამ წყაროს არ უთითებს, ამიტომ მისი მეცნიერულ საბუთად მიღება გამორიცხულია.

ლ.მელიქსეთ-ბეგი აღნიშნულ თარიღს (754) არ იზიარებს, მაგრამ სიმართლის მარცვალს მაინც ხედავს ამ ცნობაში და ძალიან ფრთხილად ეს ეკლესია სომხურად მიაჩნია. თუმცა მის თავიდან ქალკედონურობას არ გამორიცხავს.

პ.მურადიანს მოაქვს რამდენიმე სომხური ცნობა და ცდილობს ისე წარმოაჩინოს თითქოს წმ. ორმოც მოწამეთა ეკლესია თავიდან ბოლომდე იყო სომხური.

მურადიანის მიერ წარმოდგენილი საბუთები წმ.ორმოც სებასტიელ მოწამეთა ეკლესიის თავიდან სომხურობას კი არ მოწმობენ, არამედ ამტკიცებენ იმას, რომ გარკვეულ წლებში, დროებით მისაკუთრებული ჰქონდათ სომხებს. ეს ხდებოდა მაშინ, როცა თბილისს უცხო დამპყრობლები შემოესეოდნენ და დააქცევდნენ. ამ ძნელბედობით სარგებლობდნენ და ეუფლებოდნენ ქართველთა ეკლესიებს. ამგვარად აღმოჩნდებოდა ხოლმე ხანგამოშვებით წმ. ორმოც სებასტიელ მოწამეთა ეკლესია სომეხთა ხელში. ასე მოხდა აღა-მაჰმად ხანის შემოსევის დროს(1795) სომხებმა ჩაიგდეს ხელში თელეთის წმ.გიორგის წავკისის, შავნაბადის ქართული ეკლესიები.

ს.კარაპეტიანი და სხვა სომეხი მეცნიერები ცნობილი ტენდენციური მკვლევარები არიან, მათგან გასაკვირი არ არის წმ. ორმოც მოწამეთა ეკლესიის და არა მარტო მისი სომხურად წარმოჩენას, რომ ცდილობენ, მაგრამ მათ ამის საფუძველი არ აქვთ.

როგორც ჩანს წმ. ორმოც სებასტიელ მოწამეთა ეკლესია არაბების შემოსევამდე (642-643) და კიდევ უფრო ადრეა აშენებული. იგი იყო მკვიდრი ქართველი მართლმადიდებლების ეკლესია და არა მოსული სომხების საყდარი, როგორც სურს ზოგიერთმა სომეხმა მეცნიერმა წარმოაჩინოს. ისე კაცმა, რომ თქვას არაბი ჯალათი არ დაგიდევდა ქართულ ეკლესიას წინ წააჭრიდა თავს აბოს თუ სომხური მონოფიზიტური საკულტო ნაგებობის წინ, მაგრამ ქართველ მართლმადიდებელი მწერლის იოანე საბანის-ძისთვის კი არ იყო სულერთი, რადგან ეს მისთვის ფრიად პრინციპული რელიგიური ფაქტორი გახდა. აბო ეწამა მართლმადიდებლური ქრისტიანული სარწმუნოებისთვის და არა სომხური მონოფიზიტურ(მკრეხელურ) აღმსარებელობისთვის. ასე, რომ მომხდარიყო იოანე საბანის-ძე აუცილებლად აღნიშნავდა აბოს თავი სომხურ ორმოც მოწამეთა ეკლესიის წინ მოკვეთეს რახან არ აღნიშნა, თავისთავად იგულისხმა ეს ეკლესია იყო ქართული. სხვათა შორის ბერძნული, რომ ყოფილიყო ამასაც იტყოდა. სამეცნიერო ლიტერატურაში მიღებულია იოანე საბანის-ძე ფაქტებს რეალურად და ზუსტად ასახავს, მაგრამ სჯობია მივუბრუნდეთ საკითხის ისტორიას. პროფ. ს. კაკაბაძის აზრით, წმ.ორმოც სებასტიელ მოწამეთა ეკლესია აშენდა ვახტანგ გორგასლის დროს Vს-ში. ამ დროს ქართლი ბიზანტიაზე იღებს ორიენტაციას. მხედველობაშია მისაღები ისიც, ვახტანგ მეფის მეორე ცოლი ბერძენი ეროვნების იყო და დედოფალს მრავალრიცხოვანი ამალა და მოსამსახურეები ჩამოყვებოდა, რაც ბერძნული ეკლესიის აშენების საჭიროებას წარმოქმნიდაო. პროფ. ს. კაკაბაძის აზრით წმ.ორმოც მოწამეთა ეკლესია VI-VIIს.ს ვერ აშენდებოდა, რადგან ამის პირობები ამ საუკუნეებში ქართლში, კერძოდ თბილისში არ იყო.

ამდენად ქართველი მეცნიერის მისაღები აზრით თბილისის წმ. ორმოც მოწამეთა ეკლესია აგებულია V ს-ში.

თბილისის წმ.ორმოც სებასტიელ მოწამეთა ეკლესიის შესახებ განხილული წერილობითი ცნობები თანხვედრაში მოდის ამ ეკლესიის არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებულ მასალასთან. პროფ. მ. ძნელაძის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ფართო და შრომატევადი სამუშაო ჩაუტარებია. გათხრების დაწყების პირველსავე ეტაპზე დედაციხის გალავანსა და ეკლესიის ტერიტორიაზე ვახტანგ გორგასლის ეპოქის (V-VII) და სხვადასხვა პერიოდის ნაგებობების ნაშთები იქნა ნანახი, ეს კი ფაქტიური დასტურია წმ. ორმოც სებასტიელმოწამეთა ეკლესია აღნიშნულ საუკუნეებში რომ არსებობდა.

მონასტრის ტერიტორიაზე სხვადასხვა ეპოქის ექვსი სამარხი და ერთი სამარხის ქვა იქნა გამოვლენილი, ეკლესიის ინტერიერში. ზედა ნაყარი ფენების აღების შემდეგ აღმოჩნდა XVIII-XIX ს.ს მხედრულ წარწერებიანი საფლავის ქვა, რაც ამ ეკლესიის ქართულობას კიდევ ერთხელ ადასტურებს. N 1-4 სამარხი XIIIს-ში მოქმედ ეკლესიას განეკუთვნება; N 5სამარხი XIIს-ში აღდგენილი ეკლესიის ფუნქციონირების დროსაა, N 6 სამარხი კი III-IVს.ს თარიღდება.

არქეოლოგიურმა გათხრებმა გვიჩვენა , რომ თავდაპირველად ეკლესიას არაბების დამკვიდრების დასაწყისში მცირე საყდრის ფუნქცია ჰქონდა, მაგრამ 853 წელს ბუღა თურქმა თბილისი გაანადგურა და ფაქტია, მათ შორის მოყოლილა ეს მცირე საყდარიც.

თბილისს მომდევნო პერიოდში მძიმე დრო დაუდგა XI ს. 60-70 წლებში ქრისტიანული ერთი მოქმედი ეკლესია ყოფილა (ალ.ჰუსეინის ცნობით). პროფ. მ.ძნელაძის აზრით დავით აღმაშენებლის მიერ თბილისის აღებამდე (1122)წ. წმ.ორმოც სებასტიელ ეკლესია დანგრეული ყოფილა და არ ფუნქციონირებდა, მისი ვარაუდით ეს ეკლესია მეორედ აშენდა დავითის ან მისი ძის დემეტრეს დროს.

ნაეკლესიარზე XII-XIIIს.ს-ის დროინდელი კედლის მოხატულობის ფრაგმენტები აღმოჩნდა, ერთ მათგანზე გამოსახულია ძველი ქართული ანბანის (ასომთავრული) ასო „დ“ (დონი) პროფ. ვ. სილოგავას აზრით იგი თარიღდება XII-XIIIს.ს, ეკლესიის კედლებზე , მოხატვა და მასზე ქართული დამწერლობის ნიმუშის აღმოჩენა , კიდევ ერთი დასტური ამ ეკლესიის ქალკედონიურ-ბიზანტიური კუთვნილების. სომხური ეკლესიისათვის მოხატვა დოგმატური თვალსაზრისით ყოვლად მიუღებელია.

‘’სომხური ეკლესიის უმრავლესობა ამას მოკლებულია“.

აგრეთვე დაუშვებელია სომხურ-მონოფიზიტურ ეკლესიაში სამარხების გამართვა.

თემურ ლენგი XIVს.ში 8ჯერ შემოიჭრა საქართველოში და ბარბაროსულად ‘’შემუსრნა ყოველნი ციხეში და საყდარნი.“ თბილისის წმ.ორმოც სებასტიელ მოწამეთა ეკლესიასაც დაქცევა არ აცდებოდა.

წმ.ორმოც სებასტიელ მოწამეთა ეკლესია მეოთხედ აშენებულა მეფე ალექსანდრე I-ის (1425-1440) დროს.

საინტერესოა ცნობა, რომლის მიხედვით მეფე გიორგი VIII-ს ვიღაც უცნობი პირისთვის დაუმტკიცებია ქალაქში აშენებული საყდარი, სასაფლაო, სასახლით და ორმეოცთა ეკლესიით, ერთხელ კიდევ მტკიცდება, რომ აქ ლაპარაკია ორმოც წამებულთა ქართულ ეკლესიაზე და არა სომხურზე.

პროფ. მ.ძნელაძეს მოაქვს კიდევ ეპისკოპოს კირიონის (საძაგლიშვილი) ცნობა. ამ ცნობაში ნათქვამია წმ. ორმოც მოწამეთა კათოლიკე ეკლესია შაჰ აბაზ I-ს (1618-1625) დაუნგრევია.

პროფ. მ. ძნელაძე აღნიშნავს ვახუშტის რუკაზე (1735) წმ. ორმოც სებასტიელ მოწამეთა ეკლესია დატანილი არ არის. ამ დროს ეტყობა ეს ეკლესია დანგრეული იყოო.

ვფიქრობთ ეს არგუმენტი სუსტია, უფრო სავარაუდოა, რომ ვახუშტის გამორჩა.

ეს უფრო საფიქრებელია, რადგან XVIII-ის თბილისის დოკუმენტების მიხედვით, მამისა ბერძნიშვილი თბილისის უბნების აღწერისას აღნიშნავს „ ციხის პატარა საყდარი“ – „მთავარანგელოზის“ სახელობის შედიოდა ციხის უბნის ტერიტორიაში. -
რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის (1801) შემდეგ წმ. ორმოც სებასტიელ ეკლესია აღა- მაჰმად ხანის მიერ (1795) ყოფილა დანგრეული. XIXს-ში რუსების ხელისუფლების წყალობით სომხებმა მიითვისეს და განაახლეს და „აღაშენეს ტფილისელთა სომეხთა“.

და ბოლოს არ შეიძლება არ ითქვას წმ. ორმოც სებასტიელ მოწამეთა ეკლესიის მახლობლად პროფ. მ. ძნელაძის მიერ ნაპოვნი იქნა ქვაჯვარი წარწერით. წარწერა წაიკითხა პროფ. თ-ჯოჯუამ - „ ესე [ჯუარი] [ს] ალ [ო] ც[ავ] ი „ წარწერა დათარიღებულია VII- VIII ს. ს

ამ ქვაჯვარის და მასზე არსებული წარწერის მნიშვნელობა მეტად დიდია.

ამით მტკიცდება ამ საუკუნეებში წმ. ორმოც სებასტიელ მოწამეთა ეკლესია იდგა ქართულ გარემოში, რაც აბათილებს ზოგიერთი სომეხი მეცნიერის საპირისპირო მოსაზრებას.

პროფ. ი. იზორიას წმ. ორმოც სებასტიელ მოწამეთა ეკლესია განხილული აქვს ტიპოლოგიური თვალსაზრისით. მას არქიტექტურული ასპექტით შეუდარებია ეს ეკლესია საქართველოსა და მის გარეთ არსებული ტაძრებისთვის და გვთავაზობს შემდეგ მოსაზრებას, ქართულ გარემოში აგებული მონოფიზიტური სომხური ტაძრები არაერთი მეცნიერის ანალიზისა და მტკიცების საფუძველზე უფრო მეტად ჩვენი ქვეყნის ხუროთმოძღვრების ტრადიციებს ასახავენ. ამ მოსაზრების დამამტკიცებელ ერთ-ერთ საბუთად მოტანილია სურბ გევორგის ეკლესიის გეგმარება, რომელიც სომხურზე მეტად XVIს-ის თბილისის წმ. ორმოც სებასტიელ მოწამეთა ნაეკლესიარის XVს-ის ფენის ახლო მდგომ ძეგლად უნდა მივიჩნიოთ.

პროფ. ი . იზორიას ეს მოსაზრება საფუძვლიანი და მისაღებია ოღონდ გასათვალისწინებელია ისიც, რომ სურბ გევორგის ეკლესია თავიდან იყო ქართული შემდეგ გადააკეთეს და მიისაკუთრეს XIII ს- ში სომხებმა, ამიტომ მის არქიტექტურაში ალბათ არც თუ მცირეა დარჩენილი ქართული ხუროთმოძღვრების კვალი.

თბილისის წმ. ორმოც მოწამეთა ეკლესია XIX ს - ში ახლად იქნა აშენებული.

1925 წელს კი ბოლშევიკმა ათეისტებმა ააფეთქეს და გაანადგურეს.

ამ ეკლესიის ოდითგანვე ქართულობა საეჭვო არ იყო, მაგრამ ს. კარაპეტიანმა მის რუკა- ცნობარში ,, სომხური ეკლესიები საქართველოში“ (1995) (სომხურ ენაზე), თბილის წმ. ორმოც სებასტიელ მოწამეთა ეკლესია ე.წ. რუკა-ცნობარში შეიტანა. ამ ე.წ რუკა ცნობარში ოთხმოცი პროცენტი მეტი თუ არა ქართული ეკლესიაა გატანილი სომხურად. (იხ. ჩვენი „სომხური ’’ თუ ქართული ეკლესიები საქართველოში?! 1995 სომხ. ენაზე).

ს . კარაპეტიანის პიროვნულ და მეცნიერულ ეთიკას გადაცილებული საქციელი არ გაგიკვირდება, თუ გავიხსენებთ სომეხი სასულიერო პირების მიერ ჩადენილ გაუგონარ მკრეხელობას. მათ იერუსალიმში გადაწვეს ქრისტეს საფლავის ტაძარი იმ მიზნით, რომ აღადგენდნენ და მიისაკუთრებდნენ.

დღეს სამართალმა იზეიმა და თბილისის წმ. ორმოც სებასტიელ მოწამეთა ეკლესია ახლად აშენდა და იქ მიდის ქართული წირვა- ლოცვა და გალობა.

თბილისის წმ. ორმოც სებასტიელ მოწამეთა ეკლესია ეპ. მირზახანიანის სომხური მხარის გადასაცემთა სიაში, რიგით მე-17 ადგილზეა?!...

წაკითხულია : 496


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები