პოლიტიკა

ბურჯანაძის მოწოდება ზურაბიშვილს: ზურაბიშვილს შეუძლია, პოლიტპატიმრებთან მიმართებაში პოზიტიური გადაწყვეტილება მიიღოს

04.03.20 13:50


„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილს აქვს შანსი, პოლიტიკურ პროცესებში სერიოზული, პოზიტიური წვლილი შეიტანოს.

ბურჯანაძე ზურაბიშვილს მოუწოდებს, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების პროცესში პოზიტიური როლის შეასრულოს.

„ქვეყნისთვის და დემოკრატიისთვის არ არის კარგი, როდესაც გყავს პრეზიდენტი, რომელსაც საპრეზიდენტო სავარძელი უყიდეს, რომელმაც თავისი პრეზიდენტობა დაიწყო ტყუილით, თითქოს არის დამოუკიდებელი კანდიდატი. მეორე ტურის დროს ბანერებზე დავინახეთ სალომე ზურაბიშვილის სახელისა და გვარის თავზე ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძისა და „ოცნების“ სხვა წარმომადგენლების ფოტოები. აქ არაფერი გასაოცარი არ არის, თუმცა ახლა სალომე ზურაბიშვილს აქვს შანსი, პოლიტიკურ პროცესებში, რომელსაც ის გაურბის და ხან არქეოლოგიაზე ლაპარაკობს, ხან მუსიკაზე, სერიოზული, პოზიტიური წვლილი შეიტანოს.

მოვუწოდებ, თავისივე განცხადების რეალიზება მოახდინოს, როდესაც თქვა, რომ სურს, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების პროცესში პოზიტიური როლი შეასრულოს. მას შეუძლია, კონკრეტულად პოლიტპატიმრებთან მიმართებაში მიიღოს პოზიტიური გადაწყვეტილება და ამით შეუწყოს ხელი პრობლემების მოგვარებას, პოლიტიკური კლიმატის გაუმჯობესებას და წინასაარჩევნო გარემოს ყველასათვის კომფორტულ რეჟიმში გადაყვანას. ეს იქნება რეალური საქმე და არა ის, რომ საქართველოს რეალური პრიორიტეტები თურმე არქეოლოგია უნდა იყოს“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები