პოლიტიკა

კახა კალაძე: საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით ოპოზიციაშიც განხეთქილებაა

04.03.20 15:20


"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებს, რომ მმართველმა გუნდმა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ნაბიჯი გადადგა და ოპოზიციას 110/40-ზე შესთავაზა, ახლა ჯერი ოპოზიციაზეა.

მან საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პატარა პარტიებისთვის 1%-იანი ბარიერი ოპტიმალურია, რადგან ისინი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მხარდაჭერის შემთხვევაში, საკანონმდებლო ორგანოში მოხვდებიან.

„შეთავაზებულია 2 ვარიანტი, ერთი 100/50-ზე, მეორე 110/40-ზე. ბარიერს რაც შეეხება, აქაც პრობლემა არ არის. როგორც მათ სურთ, 1%, 3%, თუ 5%-იანი, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. თუმცა, თუ იქნება 1%-იანი ბარიერი, რა თქმა უნდა პატარა პარტიებს მიეცემათ შესაძლებლობა, ხალხის მხარდაჭერის შემთხვევაში მოხვდნენ პარლამენტში. შესაბამისად, მათ ჩვენი შეთავაზება უნდა გამოიყენონ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

კახა კალაძე აქვე დასძენს, რომ 2020 წლის საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით ოპოზიციაშიც არის განხეთქილება.

„დღეს ჩვენ მოვისმინეთ ასევე საპარლამენტო ოპოზიციის განცხადებები მზაობასთან დაკავშირებით, რომ ამ სისტემას მხარს დაუჭერენ.

პრობლემა არც 130/20-ზეა. ვფიქრობ, არც პროპორციული სისტემა იქნებოდა პრობლემა, თუმცა იცით საიდან წამოვიდა ეს პრობლემა, არის გარკვეული დეპუტატების რაოდენობა, ვინც ეწინააღმდეგებოდა პროპორციულ არჩვნებზე გადასვლას, 40-მდე დეპუტატია. შესაბამისად ჩვენი შეთავაზება 110/40-ზე იმიტომ იყო გაკეთებული, რომ ეს უთანხმოება თავიდან ყოფილიყო აცილებული.

ჩვენი მხრიდან ნაბიჯი გადადგმულია, ჯერი ოპოზიციაზეა. ჩვენ გავაკეთებთ ინიცირებას, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“, - განაცხადა კახა კალაძემ.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები